Saturday, August 24, 2013

მე ვირჩევ პროფესიას


1.      პროექტის სახელწოდება: მე ვირჩევ პროფესიას
2.      პროექტის მთავარი იდეა (თემა): ჩვენი ადგილის სწორად განსაზღვრა         საზოგადოებაში
3.      პროექტის აქტუალობა: არასწორად ან მოდის გამო არჩეული პროფესია, ბევრისთვის მომავალში ხშირად გამხდარა სინანულის და ტანჯვის მიზეზი
4.      პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ცხოვრების სწორად დაგეგმვა და აირჩიონ ის პროფესია რომლისთვისაც ისინი მოწოდებულები იქნებიან
5.      მონაწილეთა ასაკი: VII-XII კლასი/ 12-17 წელი
6.      პროეტის ვადა/ხანგრძლივობა: 3-4 თვე, სასწავლო წლის პირველი სემესტრი
7.      მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტში მონაწილეთა მიერ შეიქმნება ალბომი, სადაც განთავსდება მათ მიერ დაწერილი ესეები პროექტის დაწყებისას: „მე ვირჩევ პროფესიას“, მოძიებული ფოტო და ვიდეო მასალები სხვა და სხვა სპეციალობების შესახებ მათივე კომენტარებით, ინტერვიუები სხვა სკოლის თანატოლებთან, ინტერვიუები სხვა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან. დასრულდება პროექტის ბოლოს მონაწილეთა მიერ დაწერილი ესეებით.
8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი მასალები: რვეულები, კალმები, მობილურები, ფოტოაპარატები, გარკვეული თანხა შიდა და გარე ექსკურსიებისათვის. კომპიუტერი, პროექტორი
9.      პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს დავაწერინებ ესეს „ მე ვირჩევ პროფესიას“, გამართავენ თემის ირგვლივ დისკუსიას, გაესაუბრებიან სხვა სკოლის მოსწავლეებს, მოასწყობენ შეხვედრას სხვა და სხვა სპეციალობის ადამიანებთან, ჩაწერენ მათთან ინტერვიუებს, ამისათვის მათ ექნებათ წინასწარ მომზადებული კითხვები. მოეწყობა შიდა და გარე ექსკურსიები სხვა და სხვა დაწესებულებებში, შეხვდებიან სხვა და სხვა სპეციალობის ადამიანებს: პედაგოგებს, ინჟინრებს, კულინარებს, კონდიტერებს, დიზაინერებს, ექიმებს, იურისტებს, ჟურნალისტებს, ბიზნესმენებს და სხვა. აგროვებენ მოძიებულ მასალებს: ინტერვიუების ჩანაწერებს, ფოტოებს და ვიდეო ჩანაწერებს. კვლევის ბოლოს წერენ კვლავ ესეს „მე ვირჩევ პროფესიას“. შექმნიან ალბომს და გააკეთებენ მის პრეზენტაციას.
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ  მეტყველების და კომუნიკაციის უნარებს, დაიხვეწებიან საინფორმაცო ტექნოლოგიების გამოყენებაში. პროექტი მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ თითგმის ყველა საგანს: მათემატიკას, ქართულს, გეოგრაფიას, ბიოლოგიას, ქიმიას, ფიზოკას, ისტორიას, უცხო ენას, საინფორმაჩიო ტექნოლოგიებს და სხვა.
11.  პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მათემატიკის პედაგოგი ლიანა სამნიაშვილი
12.  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: lia.samniashvili@gmail.com

13.  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: gearnbeta.blospot.com